GE

კამპუსში კორეული ენის ვორკშოპი ჩატარდა

09 ნოემბერი 2015

2015 წლის 6 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში კორეის ფონდისა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კორეული მიმართულების ორგანიზებით გაიმართა კავკასიის რეგიონში კორეული ენის მასწავლებლების პირველი ვორქშოფი.

ვორქშოფში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პროფესორებმა და ლექტორებმა. ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართტეს აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანმა, ქალბატონმა თინათინ ქაროსანიძემ და კორეის ფონდის პრეზიდენტმა კიმ ჰოე კილმა.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს კორეული ენის და კულტურისა სწავლების მეთოდები, მიმოიხილეს გამოცდილება და ისაუბრეს კორეეული ენის განვითარების პერსპექტივებზე.