GE

კამპუსში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდა

14 ივნისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ორდღიანი ფესტივალი - Ciné-Corto Festival, რომელიც საქართველოში ჩატარდა პირველად თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტის, საფრანგეთის საელჩოსა და ესპანეთის ელჩის მხარდაჭერით.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო EICAR-ის (International Film and Television School of PARIS), 2425 Films და სხვა ფრანგული და ესპანური კომპანიების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიან ფილმები. გარდა ამისა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენება.

ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ საფრანგეთისა და ესპანეთის ელჩები, ასევე სხვადასხვა ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.