GE

კამპუსში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა

04 აპრილი 2015

ნატოს დაარსების იუბილესთან დაკავშირებით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტოირია გაიხსნა.

ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვატო ლეჟავა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე, შვედეთის საგარეო საქმეთა ასოციაცია "მალმოს" წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია ნატოს კვირეულის „ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის" ფარგლებში გაიხსნა. დაჯილდოვდა ნატოს შესახებ ხუთი საუკეთესო ესსეს ავტორი.

კვირეული 27 მარტს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით განხორციელდა.