კამპუსში რიგით მეორე ეკონომიკური სიმპოზიუმი ჩატარდა
25 იანვარი 2017
ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების განსახილვევლად და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა რიგით მეორე ეკონომიკური სიმპოზიუმი - "ერთი სარტელი, ერთი გზა."
სიმპოზიუმს ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი , მოწვეული პროფესორი ვან სიაოვენი, ცოდნის ფონდის დირექტორი, ანასტასია ბენდუქიძე და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, ვახტანგ ლეჟავა.
შეხვედრის შემდეგ ვან სიაოვენმა ჩაატარა საჯარო ლექცია ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.
ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.