GE

კამპუსში საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

28 მაისი 2014

27 მაისს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში XIII საერთაშორისო კონკურსის „ჩინური ენის ხიდი"-ს შესარჩევი ტური ჩატარდა.

კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

ღონისძიება საქართველოში მეხუთედ ჩატარდა.

ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა:

  • მოხსენება ჩინური ენაზე და კითხვა-პასუხი ქვეყანათმცოდნეობაზე,
  • კულტურული პროგრამა.

აღნიშნულ კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა - თეკლა ერქვანიძემ.

თეკლა გაემგზავრება ჩინეთში საერთაშორისო კონკურსის "ჩინური ენის ხიდის" ფინალურ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად.