კამპუსში სამეწარმეო აზროვნების იდეათონი ჩატარდა
26 დეკემბერი 2025
კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა სამეწარმეო აზროვნების იდეათონი.
გუნდებად გადანაწილებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ ინოვაციურ და კრეატიულ იდეებზე და ამ გზით წარედგინათ ახალი პროდუქტი თუ მომსახურება, მიმართული კონკრეტული გამოწვევის საპასუხოდ.
15-მა საკონკურსო გუნდმა წარადგინა პრეზენტაცია საკუთარი პროექტის შესახებ, რომელთა შორისაც იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სკოლის მოსწავლეთა რეალური პრობლემების თუ საჭიროებების გადაწყვეტის სხვადასხვა იდეა.
გამარჯვებული გუნდის იდეა იყო პლატფორმის შექმნა, რომლის დახმარებითაც საუნივერსიტეტო კონკურსების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაცია მიუვათ შეტყობინებების სახით. თითოეულ მონაწილეს გადაეცა თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერი 2250 ლარის დაფინანსებით:
- ემა რევიშვილს - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
- ლუკა ბეშკენაძეს - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
- ავთანდილ ზაქარეიშვილს - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
- ელენე კასაბურს - თბილისის N147 საჯარო სკოლა