GE

კამპუსში TEDxTbilisi 2015 ჩატარდა

23 ივნისი 2015

20 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა TEDxTbilisi 2015-ს უმასპინძლა.

TED-ის მიერ ლიცენზირებული პროექტი, დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიებაა. TED წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა. ჩვენ ყოველწლიურად ვაერთიანებთ ნიჭიერ ადამიანებს, ექსპერტებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს აქტუალურ, უჩვეულო და ახალ თემებზე სასაუბროდ.

ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა. მონაწილეებმა და აუდიტორიამ 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად გარდაცვილელბს მიაგეს პატივი.

დაზარალებულების დასახმარებლად ასევე იქნა შეგროვებული შემოწირულობები "Tbilisi Hippo Fund"- ის მიერ. ღონისძიების ფარგლებში შემოწირული რამდენიმე ათასი ლარი გამოყენებული იქნება 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ადამიანების და ცხოველების დასახმარებლად.

წლევანდელი ღონისძიების სპიკერებს იყვნენ:
1. ნატალია ანთელავა
2. იონა ქაცუქი
3. ალექსანდრე ჯეჯელავა
4.ლაშა ბაქრაძე
5. ქეთი ზაზანაშვილი
6. ნიკა დავითაშვილი
7. ნათია გვიანიშვილი

ორგანიზატორებმა TEDxTbilisi-სთვის სპიკერები სხვადასხვა კრიტერიუმებით შეარჩიეს. ნაწილი მათთვის განკუთვნილი თემისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ერთგულების გამო, ზოგი ინსპირაციული მოსაზრებების, ხოლო სხვები ფართოდ აღიარებული მიღწევებისა და ცოდნის გამო.
წლევანდელი ღონისძიება იმითაც იყო გამორჩეული, რომ ორგანიზატორებს მისცეს უფლება მაყურებელთა რაოდენობა 100-დან 400-მდე გაზრდილიყო.

გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ბილეთები სრულად გაიყიდა.

TEDxTbilisi 2016 წელსაც დაბრუნდება.