GE

კამპუსში ტრენინგი „გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა“ - ჩატარდა

09 მარტი 2015

კახა ბენდბქუძის საუნივერსიტტო კამპუსში „გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა“ გაიმართა. ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“ ფარგლებში ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით განხორციელდა და მასში მონაწილეობას ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები იღებდნენ.

ტრენინგი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცა თანასწორობის პრინციპი, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო და შიდა მექანიზმები.

ტრენინგს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტი, გაერთიანებული სამეფოს თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ყოფილი კომისარი, არასამთავრობო ორგანიზაციის INTERIGHTS ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ვედჰემი და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მარი მესხი.