GE

კანონის სამართლიანობა

09 მაისი 2021

   ათასწლეულების მანძილზე ადამიანები, გარემოებები თუ სხვადასხვა კულტურები აყალიბებდა ყველა იმ იდეასა თუ ფაქტს რომელიც დღეს ჩვენთვის ასე ძვირფასი და მნიშვნელოვანია.   ჩვენ ხელოვნურად შევქმენით დემოკრატია და ვთქვით, რომ ის შეიძლება სრულყოფილი არ იყოს თუმცა მართველობის საუკეთესო სისტემაა, შევქმენით კლასები, განვსაზღვრეთ იქ ქმედებები რომელიც მორალურია და ასევე ეთხმად ვაღიარეთ, რომ ამორალურობა უნდა დაისაჯოს.  შევქმენით სისტემები რომლებიც დანაშაულისა და უდანაშაულობის განმარტებას მოგვცემენ და ამავდროულად ის შედეგებიც განვსაზღვრეთ, რომლებიც მათ მოყვება.   ადამიანებმა განვმარტეთ თავისუფლება და  მის დასაცავად ჩამოვაყალიბეთ კანონები. ამ კანონებს კი მივეცით საშუალება უარი გვეთქვა აბსოლუტურ ავტონომიაზე თუ გადაწყვეტილებისას კონკრეტული საკითხებების გააზრების გარეშე  და ჩვენი უფლებები და თავისუფლება რაღაც მხრივ გარკვეული ჩარჩოების ქვეშ მოექცია.  კანონი ბასტიეს განმარტებით  არის პიროვნული უფლებების სამართლებრივი დაცვის კოლექტიური ორგანიზების ფორმა.  ისინი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ადამიანებისთვის წესრიგის მოწოდებისკენ, თუმცა საინტერესოა რამდენად აბსოლიტურია ის და კოლეტქტივში შესული ყოველი  ინდივიდის ინტერესები  თუა დაცული.

    კანონებს მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტები ადგენენ.  თავად არჩევნების პროცესშიც მოსახლეობის  გარკვეული ნაწილი არ იღებს მონაწილეობას,  არ აკმაყოფილებენ ასაკობრივ კრიტერიუმებს, არ აქვთ წვდომა საზოგადოებრივ სიკეთეებზე,  ჯამრთელობის მდგომარეობა არ უწყობთ  ხელს თუ სხვა რაიმე მიზეზით.   შესაბამისად იმ ადამიანების შეხედულებები ვისაც საერთოდ არ შეუძლია ხმის მიცემა გათვალისწინებული არ იქნება კანონის მიღების თუ ცვლილების პროცესში.  ასევე დაიკარგება იმ ადამიანის აზრები, რომლებმაც ხმა მისცეს თუმცა მათმა არჩეულმა პარტიებმა ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვეს.   თავისუფლად შესაძლებელია, რომ  საზოგადოების ეს ნაწილი საკუთარ ღირებულებებს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ვერ დაინახავს და ის კანონები, რომლებიც სამართლიანობის იდეით უნდა ყოფილიყო სავსე მათთვის წინააღმდეგობაში მოვა.   ასევე კანონები ხშირად კონკრეტული ქვეყნის კულტურასა და ღირებულებებთან არის კავშირში, კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე ქვეყნებში სავარაუდოა რომ შეზღუდული იქნება უმცირესობების უფლებები და ეს საკითხი  სამართლიანადაც იქნება მიჩნეული და უმრავლესობის პროტესტს არ გამიწვევს.    მაგალითად საქართველოში მცდელობა იმისა, რომ განესაზღვათ ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის ურთიერთობად,  მაშინ როდესაც ქორწინების უფლება ისედაც ხელმიუწვდომელი რამ იყო ერთი სქესის წარმომადგენელი წყვილებისთვის, სხვა არაფერია თუ დისკრიმინაციული კანონი და სურვილი იმ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებისა, რომლებიც ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენენ და მსგავს ღირებულებებს იზიარებენ.   ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში კანონები რამდენად შეასრულებენ საკუთარ  მოვალეობას და გაითვალისწინებენ უნივერსალურ ბუნებით მონიჭებულ კანონებს კიდევ სხვა საკითხია.  დღეს გვაქვს მრავალი ქვეყნის გამოცდილება, რომლებიც არ აღიარებენ  უნივერსალურ დებულებებს და ადამიანების ნაწილს საკუტარ უფლებებსა და თავისუფლებას ართმევენ საკუთარი კანონების წყალობით. 

    მრავალი მიზეზის გამო შესაზლებელია კანონი არ იყოს სამართლებრივი და მისი მიღებისა თუ ცვლილების პროცესში აუცილებელია რაღაც კრიტერიუმები და მისთვისე განსაზღვრული კანონები არსებობდეს, რომლებიც მათ სასიკეთოობის გარანტიას მოგვცემს.