GE

კახა ბენდუქიძე ალბანეთის მთავრობის წევრებს რჩევებს მისცემს

21 ივლისი 2014

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, კახა ბენდუქიძეს რჩევებისათვის ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა იწვევს.

ალბანეთის მთავრობას აინტერესებს საქართველოში ჩატარებული რეფორმების გაზიარება, ასევე კახა ბენდუქიძის გამოცდილება გარდამავალი ეკონომიკის სხვა ქვეყნების რეფორმირებაში.

ალბანეთი ნატოს წევრი და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია. კახა ბენდუქიძე ალბანეთის დედაქალაქ ტირანას 22 ივლისს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში იგი ალბანეთის პრემიერ-მინისტრს ედი რამას, ვიცე-პრემიერ ნიკო პელეშის, ფინანსთა მინისტრს შქელქიმ კანის, ასევე ეკონომიკის მინისტრს არბენ აჰმეტაჯს, ენერგეტიკის და მრეწველობის მინისტრს დამიან გჯიკნურის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრება.

კახა ბენდუქიძე ასევე არის უკრაინის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წევრი, რომელიც მაისში კანადის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა.