GE

კახა ბენდუქიძე კიევში უკრაინელ მინისტრებს შეხვდება

09 ივნისი 2014

9-10 ივნისს ცოდნის ფონდის დამფუძნებელი კაკხა ბენდუქიძე უკრაინაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს, მათ შორის ვიცე-პრემიერს - ვლადიმირ გროისმანს, ფინანსთა მინისტრს - ალექსანდრე შლაპაკს, განათლების მინისტრს - სერგეი კვიტს შეხვდება და გამოცდილებას გაუზიარებს.

ბოლო პერიოდში ეს კახა ბენდუქიძის მეორე საქმიანი ვიზიტია უკრაინაში.

მაისის ბოლოს კანადის მთავრობის მხარდაჭერით უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს დახმარების მიზნით სპეციალური საბჭო დაფუძნდა, სადაც, მაღალი ეკონომიკური კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე 5 წევრი შეირჩა. მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ცოდნის ფონდის დამფუძნებელი - კახა ბენდუქიძე.

კახა ბენდუქიძის მიწვევის მიზეზი მისი მდიდარი გამოცდილებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეფორმირების კუთხით.