კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა
12 ნოემბერი 2015
13 ნოემბერს კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდება.
ამ დღეს კამპუსს ეწვევიან ცოდნის ფონდის დამფუძნებლის ახლობლები, საქმიანი პარტნიორები და მეგობრები.
11:00 საათზე სტუმრები კახა ბენდუქიძის მემორიალურ კაბინეტს დათვალიერებენ. მუზეუმში კი - ახალი კოლექციისა და დაცული ტერიტორიების სტენდი გაიხსნება.
12:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სერგეი ალექსაშენკო ჩაატარებს საჯარო ლექციას: „ლიბერალიზმი, როგორც საბჭოთაწარსულთან ბრძოლის მექანიზმი“ (წარსულში ალექსაშენკო რუსეთის ფედერაციის მთავრობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა).
13:11 საათზე - წუთიერი დუმილი კამპუსში. ზუსტად ამ დროს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 1 წუთით შეწყდება ყველანაირი სასწავლო თუ სამეცნიერო სამუშაო პროცესი და კამპუსის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი (სადაც 13:11 საათზე მოუწევს ყოფნა) წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს კახა ბენდუქიძის ხსოვნას.
13:30 საათზე საკონფერენციო დარბაზში შედგება კახა ბენდუქიძის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება (სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის).
19:00 საათზე კახა ბენდუქიძის შესახებ დოკუმენტური ფილმის საჯარო ჩვენება მოეწყობა კამპუსის საკონფერენციო დარბაზში. (ფბ ივენთი)
14 ნოემბერს 14:00 საათზე კამპუსის ხელოვნების ცენტრი წარმოგიდგენთ მონოსპექტაკლს „ილია“. რეჟისორი: გოგა გეგელია.