კახა ბენდუქიძის კამპუსში 2025-2026 აკადემიური წლის მეექვსე გაცნობითი პროგრამა გაიმართა
06 მარტი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში 2025-2026 აკადემიური წლის მეექვსე გაცნობითი პროგრამა 27 თებერვალს გაიმართა. გაცნობით პროგრამას 400-მდე მოსწავლე დაესწრო და დეტალური ინფორმაცია მიიღო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ.
გაცნობითი პროგრამების ფარგლებში, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩაბარების პირობების შესახებ, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
2025-2026 აკადემიური წლის მშვიდე გაცნობითი პროგრამა დაგეგმილია 20 მარტს.