GE

კახა ბენდუქიძის კვირეული კულინარიული ფესტივალით დაიხურა

27 აპრილი 2016

კახა ბენდუქიძის კვირეული კულინარიული ფესტივალით დასრულდა 23 აპრილს. კულინარიული ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა ორი საჯარო ლექცია:

1. „იხვის ტოლმა და ბუს კვერცხები” - ლექცია ეხებოდა კახა ბენდუქიძის მიდგომას ქართული სამზარეულოს მიმართ და ქართული სამზარეულოს პერსპექტივებს. პრეზენტატორი იყო ცნობილი მუსიკოსი და კულინარიის აკადემიის ლექტორი, ვახო ბაბუნაშვილი. როგორც ვახომ აღნიშნა: "კულინარიის აკადემიის შექმნით იუდამ ყველანი სამოთხეში მოგვახვედრა".

2. „კულინარიის აკადემიიდან საკუთარ ბიზნესამდე“ - პრეზენტატორი იყო კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული და ბურგერების რესტორნის PIPES burger joint-ის დამფუძნებელი, მიშა დათებაშვილი.

ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს სიტყვით მიმართეს ცოდნის ფონდის თანადამფუძნებელმა, ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროფესიული პროგრამების მენეჯერმა, ნათია სამუშიამ.

ფესტივალის განმავლობაში სტუმრებმა დააგემოვნეს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების მომზადებული: კახა ბენდუქიძის რეცეპტით შექმნილი იხვის ტოლმა, PIPES burger joint-ის ბურგერები, მექსიკური კერძები, ბელგიური ვაფლები, ტკბილი კრეპები, სენდვიჩები.