GE

კახა ბენდუქიძის კვირეულის - კამპუსის დღეები 2017

13 აპრილი 2017

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ კახა ბენდუქიძის კვირეულს.

კამპუსის დღეები 2017:

○ 18 აპრილი, 15:00 საათი, კამპუსის მუზეუმი - აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის, ანი ციციშვილის მიკრობებით შესრულებული ნახატების გამოფენა
​○ 18 აპრილი, 18:30 საათი, საკონფერენციო დარბაზი - თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის, მაქს პლანკის [Max Planck] საზოგადოების უჯრედული ბიოლოგიის მკვლევარის, თეიმურაზ კურცხალიას საჯარო ლექცია "ცოცხალი ორგანიზმის გადარჩენის სტრატეგიები" და მემორანდუმის გაფორმება

○ 19 აპრილი, 15:00 საათი, საკონფერენციო დარბაზი - ლონდონის კინგს კოლეჯის [King's College] მოწვეული ლექტორის, სიმონ სურგულაძის საჯარო ლექცია: სოციალური ურთიერთობების ნეიროანატომია​
○ 19 აპრილი, 18:30 საათი, საკონფერენციო დარბაზი - თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორის, ზაალ კოკაიას საჯარო ლექცია "როგორ დავწეროთ კვლევითი გრანტის წარმატებული აპლიკაცია"

♦ 20 აპრილი, 12:00 საათი, კამპუსის ბიბლიოთეკა - სტუდენტური დასაქმების ფორუმი
○ 20 აპრილი, 18:30 საათი, საკონფერენციო დარბაზი - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის, ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის მოლდოვაში, უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის ყოფილი თავმჯდომარის, კალმან მიზეის საჯარო დისკუსია "კახა ბენდუქიძის რეფორმები ​და პოსტ-საბჭოთა სივრცე, უკრაინისა და მოლდოვას მაგალითები​"​

○ 21 აპრილი, 13:00 საათი, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის გახსნა​ კახა ბენდუქიძის საუნივესიტეტო კამპუსში​
○ 21 აპრილი, 17:00 საათი, საკონფერენციო დარბაზი - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კონკურსებში გამარჯვებული აბიტურიენტების დაჯილდოების ცერემონია

♦ 22 აპრილი, 17:00 საათი, კამპუსის ბიბლიოთეკა - თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შეკრება​ - Freeuni Alumni Reunion 2017​

○ 23 აპრილი, 16:00 საათი, კამპუსის ესპანური კაბინეტი - სერვანტესის დღე
○ 23 აპრილი, 17:00 საათი, VADS-ის საგამოფენო სივრცე - თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
○ 23 აპრილი, 17:00 საათი, კამპუსის ეზო - კულინარიული და ღვინის ფესტივალი - ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნის პრეზენტაცია