GE

კახა ბენდუქიძის მასტერ-კლასი ბულგარეთში

01 ივლისი 2014

2 ივლისს ცოდნის ფონდის დამფუძნებელი და აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე ბულგარეთის „ახალ უნივერსიტეტში“ მასტერ-კლასს ჩაატარებს.

"აზია - ხედვა ევროკავშირის მიღმა" - ამ სახელწოდებით მასტერ კლასი 28 ივნისიდან 4 ივლისამდე გაგრძელდება და მასში კახა ბენდუქიძის გარდა მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბულგარეთის აკადემიური წრეების ცნობილი წარმომადგენლები.

კახა ბენდუქიძის ლექციის თემაა - Leadership for reforms (ლიდერობა რეფორმებისთვის).