GE

კახა ბენდუქიძის მორიგი საქმიანი ვიზიტი უკრაინაში

26 ივნისი 2014

კახა ბენდუქიძე უკრაინის მთავრობის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ცოდნის ფონდის დამფუძნებელი კიევში 26 ივნიის გაემგზავრა.

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. მათ შორის შეხვდება ვიცე-პრემიერსა და რეგიონული განვითარების მინისტრს ვლადიმირ გროისმანს, ფინანსთა მინისტრს ალექსანდრე შლაპაკს, ეკონომიკის მინისტრს პავლო შერემეტასა და განათლების მინისტრს სერგეი კვიტს.

ბოლო პერიოდში ეს კახა ბენდუქიძის მესამე საქმიანი ვიზიტია უკრაინაში.

მაისის ბოლოს კანადის მთავრობის მხარდაჭერით უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს დახმარების მიზნით სპეციალური საბჭო დაფუძნდა, სადაც, მაღალი ეკონომიკური კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე 5 წევრი შეირჩა. მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ცოდნის ფონდის დამფუძნებელი - კახა ბენდუქიძე.

კახა ბენდუქიძის მიწვევის მიზეზი მისი მდიდარი გამოცდილებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეფორმირების კუთხით.