GE

კახა ბენდუქიძის საჯარო ლექცია

12 ივნისი 2014

თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში, სტუდენტების ინიციატივით, უკვე რამდენიმე თვეა ტარდება საჯარო ლექციების ციკლი სახელწოდებით ერთი ლექცია. მის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორები კითხულობენ ლექციას იმ თემაზე, რომელსაც აირჩევდნენ, მხოლოდ ერთი ლექციის ჩატარების საშუალება რომ ჰქონოდათ.

ამ პროექტის ფარგლებში პარასკევს, 13 ივნისს, 18:00 საათზე, ჩატარდება სეზონის ბოლო ლექცია.

მომხსენებელი: კახა ბენდუქიძე

თემა: საქართველოს ეკონომიკა - ისტორია, შეზღუდვები და მომავალი.

მისამართი: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, აღმაშენებლის ხეივანი 240, საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია #200)