GE

კახა ბენდუქიძის წიგნის პრეზენტაცია ბაზალეთზე

25 აგვისტო 2015

27 აგვისტოს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდება ვლადიმის ფედორინის (რუსულენოვანი) წიგნის - "გზა თავისუფლებისკენ - საუბრები კახა ბენდუქიძესთან" - პრეზენტაცია.

ღონისძიება ტარდება პროექტ In Liberty-ს ფარგლებში, რომელსაც 2010 წლიდან ტრადიციულად საქართველო მასპინძლობს და მასში ქართველებთან ერთად მონაწილეობას უკრაინელი, რუსი, ბელორუსი, ყაზახი და ყირგიზი სტუდენტები იღებენ.

დასწრება თავისუფალია.