GE

კიდევ ერთი სტუდენტი CEU-ში მართვის სკოლიდან

20 ივლისი 2018

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული, თეონა სეხნიაშვილი სწავლას გააგრძელებს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.

თეონა პოლიტიკის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე (Master of Arts in Political Science) ერთი წლის განმავლობაში ისწავლის.

კურსი ინტერდისციპლინარულია და მოიცავს ისეთ კურსებს, როგორებიცაა პოლიტიკის თეორია, შედარებითი პოლიტიკა, პოლიტიკური ეკონომიკა, სოციოლოგია, ევროპის ქვეყნების პოლიტიკური სისტემები და ა.შ.

სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯებს მთლიანად ფარავს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი და ამასთან ერთად, თეონას ექნება ყოველთვიური სტიპენდიაც.