GE

კინო და სამართალი

16 იანვარი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აბიტურიენტებისთვის აცხადებს კონკურსს - კინო და სამართალი.

დარეგისტრირდით!

კონკურსის მიზანია, მომავალი იურისტები თუ სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული სხვა აბიტურიენტები, ფილმების საფუძველზე გაეცნონ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრინციპებს, ინსტიტუტებსა და პროცესებს.

კონკურსი შედგება 2 ეტაპისგან:

1-ელ ტურში გაიმართება ფილმის ჩვენება და დისკუსია.

მე-2 ტურში მონაწილეები დაწერენ ესსეს ფილმების შესახებ.

გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სასწავლო ვაუჩერს:

  • პირველი ადგილი - 2500 ლარიანი ვაუჩერი
  • მეორე ადგილი - 1500 ლარიანი ვაუჩერი
  • მესამე ადგილი - 1000 ლარიანი ვაუჩერი

მიღებული ვაუჩერი დააფინანსებს სწავლას თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 8 სემესტრის განმავლობაში.

დარეგისტრირდით აქ 2 მარტის 18:00-საათამდე.

პირველი ტური ჩატარდება 4 და 5 მარტს.

წლევანდელ კონკურსში მოპოვებული ვაუჩერის გამოყენება შეეძლებათ მხოლოდ 2017 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

კონკურსის აღწერა:

სამართალი პოპულარული კულტურისა და კინოხელოვნების ნაწილია. ადამიანები, რომლებიც სამართალს პროფესიულად არ შეისწავლიან, მნიშვნელოვან სამართლებრივ ინსტიტუტებზე, პრობლემებზე და პრინციპებზე ფილმების საშუალებით იქმნიან წარმოდგენას.
სამართლებრივი პრობლემის ნორმატიულ-თეორიული განხილვის ნაცვლად, კინოში შესაძლებელია ნახვა, თუ რას ცვლის, აუარესებს ან აუმჯობესებს კანონი, მოსამართლე და ადვოკატი, როგორ მკვიდრდება ან იმსხვრევა ცრურწმენები მართლმასჯულების საშუალებით, როგორ წარმოჩინდება ან იკარგება სიმართლე სასამართლო განხივლებისას.