GE

კლიენტები კლინიკის შესახებ

02 ივლისი 2013

2017 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა წარმოება საქმეზე ანზორ ბერიძე სს"საქართველო რკინიგზის" წინააღმდეგ. სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და ბატონი ანზორი აღადგინა სამსახურში, ასევე "საქართველოს რკინიგზას" დააკისრა განაცდურის ანაზღაურება.

ბატონი ანზორი 40 წელზე მეტი ხსნის განმავლობაში მუშაობდა სს "საქართველოს რკინიგზაში". მასსა და "საქართველოს რკინიგზას" შორის გაფორმებული იყო უვადო შრომითი კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო, შეუძლებელი იყო. 2016 წლის ივლისში მასთან გააფრომეს ახალი, ახლა უკვე ვადიანი, ხელშეკრულება და ბატონი ანზორი გადაიყვანეს ახალ თანამდებობაზე. ახალი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ბატონი ანზორი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ ბატონ ანზორთან დადებული ახალი ვადიანი კონტრაქტი უკანონო იყო და მასზე კვლავ უნდა გავრცელებულიყო ძველი უვადო ხელშეკრულება. მოსარჩელეები ეყრდნობოდნენ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტუდებოდა, რომ ბატონი ანზორის ძველი და ახალი სამუშაოები არსებითად ერთნაირია.

სასამართლო გადაწყვეტილებით სს "საქართველოს რკინიგზას" დაევალა ბატონი ანზორის სამსახურში აღდგენა და მთელი უკანონოდ გათავისუფლების პერიოდისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

სარჩელი შეადგინა: იურიდიულმა ფირმამ "LPA"
ხელმძღვანელი ლექტორი: ვანო გოგელია
საქმეზე მუშაობდნენ სტუდენტები: ლიკა კირთაძე, დავით ბასილაია სალომე კუპრავა, უჩა ჩახვაძე და სოფო გუმბარიძე
სასამართლოში წარმომადგენლობა: უჩა ჩახვაძე და სოფო გუმბარიძე.



ჩემი პრობლემა  მდგომარეობდა იმაში, რომ 1990 წლიდან ჩემი ოჯახი ფლობდა მიწის ნაკვეთს თბილისში და გამაჩნდა გარკვეული შესაბამისი საბუთებიც. წლების განმავლობაში ვცდილობდი მის დარეგისტრირებას, მაგრამ სხვადასხვა პერიოდში მთხოვდნენ სხვადასხვა სახის ხელმოწერილ, ბეჭდიან საბუთებს, რომელთაგან ზოგი საერთოდ არ აღმოჩნდა საჭირო. მექმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს განგებ აჭიანურებდნენ ამ პროცესს და არ აპირებდნენ დავის ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტას.

თავისუფალ უნივერსიტეტში „სამართლის კლინიკის“ არსებობა ვიცოდი პირადი მეილებიდან და თანამშრომლებისაგან. მათ მივმართე დახმარებისათვის. კლინიკამ გამოიჩინა დიდი გულისხმიერება, გამიწია მაღალპროფესიული უფასო დახმარება, რისი წყალობითაც დავა ჩემს სასარგებლოდ გადაწდა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფს: ბატონ იაგო ხვიჩიას,  თინათინ კაციტაძეს, ირინა თავხელიძეს, აგრეთვე  კლინიკის ყველა წევრს გულისხმირებისა და დახმარებისათვის.

აგრარული უნივერსიტეტის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი– გელა ნატროშვილი  


 

„სამართლის კლინიკის შესახებ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გავიგე და თავიდანვე დავინტერესდი ამ წამოწყებით.

ინვესტორებთან ურთიერთობის დროს, გარკვეული რისკების შესამცირებლად, ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება დამიდგა. მე, როგორც დამწყებ ბიზნესმენს, ხელშეკრულების შედგენის ხარჯის გაღების საშუალება არ მქონდა. სამართლის კლინიკაში კი ამ მომსახურებას სულიად უსასყიდლოდ გამიწევდნენ და რაც მთავარია ხარისხიანად. დაუყონებლივ მივმართე მათ და ისინიც დამთახმდნენ.

შეხვედრაზე, სამართლის კლინიკის, თითოეული წევრი გულმოდგინედ მისმენდა, იაზრებდა ჩემი საქმიანობის სპეციფიკასა და ბიზნეს პროცესებს. ჩვენს შორის ნაყოფიერი დიალოგიც გაიმართა და სამართლებრივი შენიშვნების გარდა კიდევ ბევრი ძალიან პრაქტიკული და გამოსადეგარი რჩევაც მივიღე, რომლებიც წარმატებით დავნერგე ჩემს ბიზნეს საქმიანობაში.

ამ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე კვირაში ხელშეკრულებაც მზად იყო, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღბით წავიკითხე და გავაანალიზე ხელშეკრულების თითოეული პუნქტი. კმაყოფილი დავრჩი მიღებული შედეგით და საბოლოოდ წარმატებითაც დავნერგე ჩემს საქმიანობაში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სამართლის კლინიკას" - გიორგი ფოფორაძე

 


 

„თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარებით ჩემი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გავთავისუფლდი დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმებვისგან.

მაგდლობას გიხდით გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისათვის!" - მამუკა მოსახლიშვილი


ნატალია ფერაძე - "პარტიზანული მებაღეობა თბილისში"

„სამართლის კლინიკის" არსებობა სოციალურ ქსელში შევიტვე. ვინაიდან ჩვენი საქმიანობა სოციალური ქსელით შეკრებილი მოქალაქეების აქტივობაზე არის დაფუძნებული, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უანგარო დახმარების არსებობა არა მარტო სახსრების არ არსებობის გამო – პრინციპულადაც.
ჩვენს მიერ მიტანილი პრობლემა ყურადრებით შეისწავლეს, საქმის წარმოების პროცესში სოციალური ქსელით ინტენსიურად გვეურთიერთებოდნენ და არ ტოვებდნენ უპასუხოდ ჩვენს შეკითხვებს.

საბოლოოდ მივიღეთ საინტერესო დოკუმენტაციის ნუსხა და რჩევები, თუ რა სახით აჯობებდა ამ საქმის შემდგომი წარმოება.

 

 

 


"მე, ლევან ჯანგველაძე მცხოვრები ქალაქ თბილისში 37 წლის მყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. დროებით უმუშევარი, ვირიცხები სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ნაქირავები მყავს ავტომანქანა და ვმუშაობ ტაქსის მძღოლად.
2013 წლის ოქტომბრის თვეში შემემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, ანუ სწრაფად მომავალმა მოტოციკლმა გვერდი გაკრა ჩემ ავტომობილს, რის შემდეგაც მოტოციკლი წაიქცა, მძღოლმა კი ფეხი მოიტეხა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე , დაზიანებული ძღოლი თავს დამნაშავედ არ აღიარებდა და ითხოვდა სოლიდურ ანაზღაურებას (წინააღმდეგ შემთხვევაში ექნებოდა პრეტენზიები ჩემს მიმართ) რისი საშვალებაც მე ფიზიკურად არ მქონდა.
დაახლოებით 9 თვის შემდეგ დამნაშავედ მცნო ექსპერტიზამ და ბრალი წამიყენეს. როგორც სოციალურად დაუცველმა მოვითხოვე სახაზინო ადვოკატი, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ქულები არ მყოფნიდა და უარი მითხრეს და აღმოვჩნდი ყოვლად გამოუალ სიტუაციაში, არანაერი ფინანსური შესაძლებლობა და წინ კიდევ ბრალი რომლისგანაც თავის დაღწევა ალბად ერთეულ შემთხვევებში თუ ხდება ხოლმე საერთოდ და სწორედ ამ დროს სრულიად შემთხვევით შემატყობინეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში სისხლის სამართლის კლინიკის არსებობის შესახებ. იმავე დღეს დაუკავშირდი მათ, გამესაუბრეს ტელეფონით ჩემი პრობლემის შესახებ და დამიბარეს მეორე დღით შეხვედრაზე. მეორე დღეს ბატონმა გირშელმა და ჩემ საქმეზე მომუშავე სტუდენტებმა მიმიღეს და დაწვრილებით გაეცნენ ჩემი საქმის მასალებს, რის შემდეგაც აბსოლიტურად უსასყიდლოდ და უანგაროდ შემომთავაზეს გაეწიათ ჩემთვის იურიდიული დახმარება. ბატონი გირშელ ძებნიაური კი ასევე უსასყიდლოდ იქნებოდა ჩემი ადვოკადი სასამართლო პროცეზე რომელიც მონიშნული იყო იმავე დღეს.
გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც პროკურორი ითხოვდა აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებას 2 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც ჩემგან ყოვლად შეუძლებელი იყო. ამ დროს ჩაერთო ბ-ნი გირშელი რომლის პროფესიონალიზმაც არ დააყოვნა და ყველაფერი ისე წარმართა და წარმოაჩინა ისე როგორც რეალური სურათი იყო და შედეგმაც არ დააყოვნა და ყველასაგან მოულოდნელად მოსამართლემ ყოველგვარი ფიქრის გარეშე უარი უთხრა პროკურორს აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებაზე და საშვალება მომცა ბ-ნ გირშერთან ერთად ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. რის შემდეგაც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კლინიკის სტუდენტებმა , ჩემთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება დაენიშნათ ხელახალი ექსპერტიზა , რის შემდეგაც პროკურორმაც დანიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელთა დასრულების შემდეგ ჩემი უდანაშაულობა დადასტურებული იყო. ამის შემდგომ ჩემი საქმის წარმოება შეწყდა და შვებით ამოვისუნთქე ამდენი ხნის ნერვიულობის და შიშის ქვეშ მყოფმა.
მინდა მადლობა მოვახსენო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კლინიკის სტუდენტებს ბ-ნი გირშელ ძებნიაურის ხელმძრვანელობით, რომ არა იგი თავისი განათლებითა და პროფესიონალიზმით მე ვერ შევძლებდი ჩემი საქმის წარმოების გაგრძელებას და შესაბამისად უდანაშაულობის დამტკიცებასაც, რაც ალბად გამოიწვევდა სავარაუდოდ ჩემს დაპატიმრებას და წარმოდგენაც არ მინდა თუ რა დღეში ჩავარდებოდა ჩემი პატარა ოჯახი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტიურად გადამარჩინეს მე და არა მარტო მე და სანაცლოდ ჩემს მხსნელებს ალბად მე თუ ვერა ღმერთი გადაუხდის შესაბამისად."

 



"თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლის კლინიკის არსებობის გაგებისთანავე მივმართე დახმარებისათვის ადმინისტრაციული სამართლის კლინიკას. ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ საჯარო რეესტრის მიერ საკუთრებაში დამტკიცებულ მიწის ნაკვეთს, რომელსაც მე კანონიერად ვფლობდი 1992 წლიდან, ხელახლა არ მირეგისტრირებდენ, რადგან არ გამაჩნდა მიღება-ჩაბარების აქტის დედანი. ამის გამო, თითქმის 1 წლის განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით მთხოვდნენ სხვადასხვა საბუთის მიტანას და არ აპირებდნენ დავის ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტას.
როდესაც გავიგე თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლის კლინიკის არსებობა, მათ მივმართე დახმარებისათვის. კლინიკამ გამოიჩინა დიდი გულისხმიერება, გამიწია მაღალპროფესიული დახმარება, რისი წყალობითაც დავა ჩემს სასარგებლოდ გადაწდა.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლინიკის ყველა წევრს გულისხმირებისა და უანგარო დახმარებისათვის.
აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი მურმან ჯაფარიძე"

  


მოგესალმებით!
მინდა საკუთარი გამოცდილებით გაგიზიაროთ შეხედულება თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის შესახებ და საჯაროდ მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს საქმეში. წარსულში პრობლემები მქონდა კანონთან, რის გამოც სასჯელიც მოვიხადე. გამოსვლის შემდეგ სწავლა ტექნიკური უნივერსიტეტიდან აგრარულ უნივერსიტეტში გავაგრძელე. პირველივე წელს მონაწილეობა მივიღე ერასმუსის პროექტში და წარმატებით გავიარე. აღნიშნული პროექტი ევროპის ქვეყანაში ერთი წლით სწავლის უსასყიდლოდ შესაძლებლობას იძლევა. ნასამართლეობის მოხსნის გამო გადავწყვიტე ადვოკატისთვის მიმემართა და სასამართლოში დამეყენებინა შუამდგომლობა ნასამართლეობის მოხსნის თაობაზე. სწორედ, ამ დროს შევიტყვე თავისუფალი უნივერსიტეტის პროექტის შესახებ, რომელიც სამართლის კლინიკითაა ცნობილი და სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება სტუდენტებს თუ სხვა მსგავსი პრობლემების გადაჭრაში... მოკლედ დამინიშნეს შეხვედრა, რომელიც საქმიან და ამავე დროს მეგობრულ გარემოში ჩატარდა, იმ დღესვე გაეცვნენ საქმის არსს და გარკვეული საბუთებიც მომთხოვეს შუამდგომლობის დასაყენებლად. აქვე ავღნიშნავ, რომ ჩემი მუხლი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს მიეკუთვნებოდა და ამ დროისთვის, მე, სულ რაღაც წელიწადნახევრის გათავისუფლებული ვიყავი. ჩვეულებრივ შემთხვევაში ნასამართლეობა მერვე წელს უნდა გაქარწყლებულიყო. ორი კვირის თავზე ყველა მათგან მოთხოვნილი საბუთი მზად იყო, მათ შორის ჩემი სკოლის დეკანის ბატონ - შოთა ნიჟარაძის რეკომენდაცია და ერასმუსის კოორდინატორის უნივერსიტეტში ბატონ - რევაზ კორაშვილის ოფიციალური დასტურიც ჩემი წარმატების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ ორ კვირაში გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ მიიღო, რაც დარწმუნებული ვარ იურისტების: ბატონ გირშელ ძებნიაურის, ბატონ გიორგი ბედიას, ქალბატონ ელენე არჩვაძის, ქალბატონ ლიკა კვანტალიანის საქმისადმი სწორი მიდგომის დამსახურებაა.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით უანგაროდ გაწეული სიკეთისთვის!


როდესაც დამჭირდა ადვოკატის დახმარება, მეგობრისგან გავიგე თავისუფალი უნივერსიტეტის „სამართლის კლინიკის" შესახებ , რომელიც გამიწევდა უფასო იურიდიულ კონსულტაციას.შემდგომში მას მივმართე და გამიწიეს აბსოლუტურად უფასოდ იურიდიული დახმარება. ამის შედეგადაც ვარ ძალიან კმაყოფილი. გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდი ადვოკატ გირშელ ძებნიაურს, სტუდენტებსა და მთლიანად სამართლის კლინიკას.

ვ.გ.