GE

კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე

17 ნოემბერი 2015

18 ნოემბერს 18:30 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) გაიმართება კონფერენცია: "კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე".

კლიმატის ცვლილება უზარმაზარ გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზე. აღნიშნული კონფერენცია იმართება გაეროს მიერ კლიმატის თემაზე დაგეგმილი კონფერენციის მოსამზადებელ ეტაპზე და მიმოიხილავს კლიმატის ცვლილების გავლენას საქართველოზე, მეღვინეობისა და მყინვარების დნობის მაგალითებზე. დებატები შეეხება სხვადასხვა საკითხებს, როგორიცაა ადაპტაცია კლიმატის ცვლილებასთან და მისი შედეგების შეზღუდვისაკენ მიმართული საზოგადოებრივი აქტივიზმი.

მომხსენებლები:

- ნინო გამისონია - 2006 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "სოფლად თემთა განვითარების სააგენტოში" (RCDA) პროექტების კოორდინატორი. მან ამ დროიდან მოყოლებული განახლებადი ენერგიის წყაროებსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

- მარინა შვანგირაძე, ექსპერტი, რომელიც მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან კლიმატურ ცვლილებებზე მოლაპარაკებების მომზადების კუთხით. ის გახლავთ მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიის დირექტორი. აღნიშნული ცენტრი ეხმარება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მუნიციპალიტეტებს. ქალბატონი მარინა დაესწრო ლიმაში გამართულ კონფერენციას COP 20, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრი.

მოდერატორი:

ხათუნა გვეტაძე, ჟურნალისტი, ჩაიხანას თოქშოუ "საზღვრებს მიღმა" წამყვანი.

აღნიშნული ინიციატივა დაფინანსებულია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ.

სამუშაო ენა: ქართული.

დასწრება თავისუფალია.