GE

კნიკის კიდევ ერთი წარმატება

19 დეკემბერი 2016

"კნიკი - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების დაარსებული სტარტაპი 2016 წლის Seed Forum-ის გამარჯვებული გახდა. ფორუმი 14 დეკემბერს ნორვეგიის საგარეო საქმეთასამინისტროს მხარდაჭერით აიჰაბ თბილისში ჩატარდა.

პროექტის ""Seed Forum""-ის ფარგლებში კნიკის დამფუძნებლებს საშუალება ექნებათ მაისის თვეში ოსლოში, ნორვეგიაში გაიარონ ტრენინგები და წარდგნენ საკუთარი იდეითინვესტორების წინაშე, რათა მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება პროდუქტის დასახვეწად და შეიძინონ ახალი კონტაქტები.

კნიკის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს და მსურველებს შანსი აქვთ გახდნენ პირველი მფლობელები. პრიდუქტის შეძენა ""სტარტაპ მარკეტზე"" უკვე შესაძლებელია. ბეჭდების გამოფენა-გაყიდვა ექსპო ჯორჯიაში, მე-11 პავილიონში ეწყობა."