კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი
20 მარტი 2013
თუ გსურს მოიპოვო ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, უნდა დააგროვო სულ ცოტა 240 ECTS კრედიტი.
კურიკულუმი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან - მოდულისგან:
| მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
| საუნივერსიტეტო ზოგადი განათლების საგნები | 53 |
| კომპიუტერული მენცნიერების ზოგადი განათლება | 12 |
| საბაზო განათლების საგნები | 56 |
| ძირითადი განათლება | 54 |
| ძირითადი განათლების სავალდებულო არჩევითი საგნები | 44 |
| თავისუფალი არჩევითი საგნები | 21 |
თუ გსურს, დაეუფლო დამატებით სპეციალობას (მაინორს), თავისუფალი არჩევითი საგნების ნაცვლად, უნდა აირჩიო დამატებითი სპეციალობა (მაინორი) და გაიარო შესაბამისი საგნები (36 -45 ECTS).