კონფერენცია ვაშინგტონში
22 ნოემბერი 2013
20 ნოემბერს, ქალაქ ვაშინგტონში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და German Marshal Fund-ის ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიება სენატორმა ჯონ მაქქეინმა გახსნა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სენატორი მაქქეინის შემდეგ მოხსენება ცოდნის ფონდის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ წაიკითხა.
კონფერენციაში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საჯარო პოლიტიკის კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
იხილეთ კონფერენციის ფოტოგალერეა