კონკურსი - ლავუაზიეს წრე 2017
31 მარტი 2017
დასრულდა კონკურსი ლავუაზიეს წრე, რომელიც განკუთვნილია ქიმიითა და ბიოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
კონკურსი გაიმართა სამ ეტაპად , რომლის შედეგადაც გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი.
1-ელ ადგილზე გავიდა გუნდი, შემდეგი შემადგენლობით: სალომე ღვინეფაძე, რევაზ ლობჟანიძე, დავით ქავთარაძე და მოიპოვეს 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
მე-2 ადგილზე გასულ გუნდს, თომა რთველიაშვილს, ირაკლი შალიბაშვილს, მართა გულაშვილს, გადაეცა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
მე-3 ადგილოსან გუნდს, სერგი ბეთხოშვილს, ანა ნარინდოშვილს და სანდრო ჩხეიძეს - 4 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
ასევე,დაჯილდოვდა სამეულს მიღმა დარჩენილი ორი გუნდი: გუნდი რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა ქიმიასა და ბიოლოგიაში.
ბერცელიუსის პრიზი ქიმიაში - 4 500 ლარი გადაეცა ანასტასია გურასპაშვილს, მარიამ არუსტაშვილს, ეთო ქურდაძე.
პასტერის პრიზი ბიოლოგიაში - 4 500 ლარი გადაეცა ნინო თაბაგარს, მარი ბეროშვილს, ანა მჭედლიშვილს.