კონკურსის "ადამიანი და სამართალი" - გასაუბრების განრიგი
05 მარტი 2016
აბიტურიენტების კონკურსის "ადამიანი და სამართალი" გასაუბრებები 12 მარტს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება. მონაწილეები შესარჩევ ეტაპზე წარმოადგენენ ხუთწუთიან შესავალ სიტყვას, რომელიც შეჯიბრის საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიციას გამოხატავს. მონაწილეები შეფასდებიან ზეპირი გამოსვლის, არგუმენტირების, მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის და მათთვის სამართლებრივი ნორმების სათანადოდ მისადაგების უნარების საფუძველზე.
გასაუბრების შედეგად შერჩეული აბიტურიენტები კონკურსის მომდევნო ეტაპზე იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მიიღებენ მონაწილეობას.