GE

კონკურსის გამარჯვებულები ჩინეთში გაემგზავრებიან

19 ოქტომბერი 2014

საქართველოში ჩინეთის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა კონკურსი ჩინურ ენასა და კულტურაში "ჩინური ენის ხიდი სკოლის მოსწავლეთათვის".

კონკურსი შედგებოდა რამდენიმე ნაწილისგან: სიტყვით ჩინურ ენაზე გამოსვლა, იეროგლიფების ამოცნობა და კულტურული ნაწილი.

ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი ქართველი კონკურსანტი 15 ოქტომბერს გაემგზავრა ჩინეთში კონკურსზე.

ორი მათგანი - კონსტანტინე კოპალიანი და მარიამ ფაცურია მიიღებენ მონაწილეობას ფინალურ კონკურსში, ხოლო დანარჩენი ორი - ვახტანგ ხაჩიბაია და ანა ჭითანავა დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან კონკურსს.

თავისუფალი უნივერსიტეტი უსურვებს მათ წარმატებებს!