GE

კონკურსის პრიზიორებს სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ

22 აპრილი 2016

კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში შემეცნებით კონკურსებში გამარჯვებულ და ფინალისტ აბიტურიენტებს სასწავლო ვაუჩერები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ დავით პეტრიაშვილი, ნიკა გობიანი, ლუკა სექანია, სოფო გოგუაძე, ჟიურის სიმპათია კი ნიკა ჯიბლაძემ დაიმსახურა. მათ გადაეცათ 300 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები.

“ადამიანი და სამართლის” კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს ლაშა მაჭავარიანმა, ოთარ ქაჯაიამ, თაკო ბიბიაშვილმა და მარი ბაზაძემ. ისინი გაემგზავრებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი, საფრანგეთი). 
მეორე ადგილი დაიკავეს მარიამ ხურცილავამ, თათია ნიკვაშვილმა, ლაშა გოგებაშვილმა და ლიზა ანასაშვილმა. გუნდის წევრები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის ერთი წლის სასწავლო გრანტს.

ჟურნალისტური წერის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა მარიამ გიუნაშვილმა, მეორე ადგილი - ნინო ბუკიამ, მესამე ადგილის მფლობელი კი კესო გაგოშიძე გახდა. მათ მიიღეს შესაბამისად 2500, 1500 და 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად.

თავისუფალი აზროვნების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა ზურა თავართქილაძემ, მეორე ადგილი- ლევან სიხარულიძემ, ხოლო მესამე ადგილი - რატი პერტიამ. მათ მიიღეს შესაბამისად 2500, 1500 და 1000 ლარიანი ვაუჩერები თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერი სკოლის ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად.

კონკურსები ტარდება ყოველწლიურად და მაღალკლასელებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, მიიღონ გამოცდილება, მოიგონ სასწავლო ვაუჩერები და თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ბაკალავრიატში სწავლა დაიფინანსონ.