კორეისტიკის სემინარი სამხრეთ კავკასიაში 2023"
07 აპრილი 2023
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურიერთობების სკოლის კორეული მიმართულების და კორეის ფონდის ორგანიზებით გაიმართა "კორეისტიკის სემინარი სამხრეთ კავკასიაში 2023" კახა ბენდუქიძის კამპუსში.
სემინარი გაიხსნა კორეული მიმართულების სტუდენტების მიერ ორგანიზებული წარმოდგენით.
სემინარის ფარგლებში უნივერსიტეტს კორეის ფონდის პრეზიდენტი ბატონი ლიმ ჩეოლ ვუ და საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი კიმ ტონგ ოპ ეწვია.
სემინარში მონაწილეობდნენ კორეის შემსწავლელი მეცნიერებების სპეციალისტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან და სასწავლო ცენტრებიდან.
სემინარის საპატიო სტუმარმა ჰანკუკის უნივერსიტეტის (კორეა) პროფესორმა ჩანგ კი ჰონგმა გამართა საჯარო ლექცია: "ხშირი შეცდომები კორეის შესახებ სწავლებისას".