კორეული მიმართულების სტუდენტების წარმატება
10 მაისი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და ფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) კორეული მიმართულების მესამე კურსელებმა კავკასიის რეგიონში კორეული ენის კონკურსში გაიმარჯვეს: პირველ ადგილზე ნინო ბუკია გავიდა, ხოლო მეორეზე მარიამ გოგიშვილი.
გამარჯვებულები სასწავლებლად კორეაში გაემგზავრებიან.
ასევე პირველ ადგილზე გასული ნინო ბუკია თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კორეული ენის საერთაშორისო კონკურსში.