კორუფცია - მიზნის მიღწევის მოკლე გზა
24 აპრილი 2021
პოლიტიკა არის ძალაუფლების უზრუნველყოფისა და განსაზღვრულ იურისდიქციაში მყოფი სხვადასხვაწარმოშობის მქონე პირთა შორის რესურსების თანაბრად ნაწილდების ეფექტური გზა. ადამიანები იყენებდნენპოლიტიკურ საქმიანობას თავიანთი მიზნების მისაღწევად და უგულებელყოფდნენ საზოგადოების წინაშეანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის აუცილებლობას. პოლიტიკური ელიტების გაჩენამ შექმნაკორუფციის აღმოენების ხელსაყრელი ნიადაგი საჯარო და კერძო სამსახურებში, რადგან ხალხი აღარ აღარ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას ეროვნული პროგრამების შემუშავებას, რაც მოქალაქეებს სარგებელს მოუტანდა. მათ საზოგადოების რესურსებს დანიშნულება „შეცვალეს“ და იყენებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად, სხვამოქალაქეებზე მათი ქმედებების გავლენის გათვალისწინების გარეშე. პოლიტიკამ საშუალება მისცაკორუმპირებულ პოლიტიკოსებს მოიგონ არჩევნები და მიიღონ მძლავრი თანამდებობები ხელისუფლების სხვადასხვა ნაწილში. ამიტომ, მოქალაქეებისთვის არადერი იცვლება, რადგან მათ ინტერესებს არ იცავენ და ითვალისწინებენ ისეთები, ვისგანაც მოსალოდნელი იქნებოდა მათი პრობლემების შემსუბუქებაზე ფიქრი და ქმედეითი ნაბიკების გადადგმა.
არისტოტელეს ამბობს: “უდიდესი ბედნიერებაა როდესაც მოქალაქეებს აქვთ, საშუალო, მაგრამ საკამრისი ქონება. იქ კი, სადაც ერთ მხარეს აქვს ძალიან ბევრი მეორეს კი არაფერი, წარმოიშობა ან უკიდურესი დემოკრატია, ან სუფთა სახის ოლიგარქია, ანდა ტირანია.” ცუდია, როდესაც ერთი იურისდიქციაში არათანაბარი და პოლარული ეკონომიკური შესაძლებლობის მოსახელეობა გვაქვს. რამდენადაც კორუფცია თავისი შინაარსით გულისხმობს მარტივად რაღაც მიზნის მიღწევას, ახლობლობის, დათესაობის და სხვა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებაში სადაც ადამიანთა დიდ ნაწილს სადარდებელი აქვს რა ჭამოს, რა აჭამოს შვილებს, მოხუც მშობლებს და სხვა ოჯახის წევრებს, ეს არის გზა, რომელიც ყველაზე მალე დაგანახებს შედეგს და შესაბამისად კორუფციული ქმედება რომანტიზებული ხდება ღარიბი ფენის მიერ. ის რასაც არისტოტელე უკიდურესი დემოკრატიის წყაროდ მიიჩნევს, რეალურად არის ნაყოფიერი ნიადაგი ამორალური და თანასწორობის წინააღმდეგ მყოფი კორუფციისა, რომელიც ხელს უშლის ყველა სახელმწიფოს განვითარდეს სწორად და ხელისუფლების ყველა შტოს შეასრულონ ის მოვალეობები, რაც მოსახლეობის წინაშე აქვთ აღებული.
ფართო სიღარიბემ და გაუნათლებლობამ ხელი შეუწყო ენდემურ კორუფციას თანამედროვე საზოგადოებებში. არსებობს მცდელობები ხალხის, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობის, ცნობიერების ასამაღლებისა, რაც ძირითადად განათლების მაღალი ხარისხის მიწოდებით უნდა გამოიხატოს. ყოველივე ეს მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ იცოდნენ თავიანთი უფლებები და თავისუფლებები, რათა შეამცირონ კორუფცია მათ საზოგადოებებში. მიუხედავად საზოგადოების ნაწილის თავდაუზოგავი შრომისა და განათლების ყველა ეტაპზე დემოკრატიული ღირებულებების წინაპლანზე წამოწევისა, ამ მცდელობებს, როგორც ჩანს, არ მოაქვს შედეგი, რადგანაც სიღარიბე აიძულებს მათ მოძებნონ იაფი და სწრაფი გზები მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ასევე, სიღარიბე ხალხს სასოწარკვეთილს ხდის და, შესაბამისად, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ მაგიდაზე საჭმლის არსებობის გარანტიას მისცემს მაქსიმალურად მოკლე დროში. ამიტომ, საზოგადოების უმეტესობაში კორუფცია ყვავის, რადგან ხალხმა არ იცის მათი უფლებები და მათ, ვისაც შეზღუდული რესურსი აქვს, არ იციან როგორ დაიცვან საკუთარი თავი და აიძულონ სახელმწიფო მათ წინაშე აღებული პასუხისმგებლობების შესრულებისთვის.
კორუფცია არღვევს ფიზიკურ პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მიიღონ ძირითადი მომსახურება საჯარო და კერძო სამსახურებიდან. ეს ნიშნავს, რომ ეს პრაქტიკა კომპრომეტირებას ახდენს საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებულთა მიერ შემოთავაზებული მომსახურების ხარისხზე და რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეთა სიცოცხლეს. კორუმპირებული ჩინოვნიკები არ სთავაზობენ თანაბარ მომსახურებას კლიენტებს, რადგან ისინი სხვა ადამიანებს უფრო მეტი ინტერესით ეკიდებიან. ეს არღვევს თანასწორობის დებულებებს და სამართლიანობის უფლებებს სხვადასხვა საკითხებში. ეს საჯარო დაწესებულებებსა და ოფისებს არალეგიტიმურობას უსვამს ხაზს იმის გამო, რომ ისინი იყენებენ დემოკრატიული ძალაუფლებას პირადი მიზნებისთვის.
კორუფცია გამოწვეულია ადამიანის მიერ შექმნილი ფაქტორებით, როგორიცაა კაპიტალიზმი, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, ნეპოტიზმი, სიღარიბე, სუსტი სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურები. ეს ამორალურობა ამცირებს ეროვნული განვითარების ტემპს, ასუსტებს საზოგადოებებს და ზრდის სიღარიბეს. ამიტომ, ადამიანებმა უნდა იმუშაონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი ებრძვიან კორუფციას, მათი თანამოქალაქეების განათლების დონის ამაღლებით გამჭვირვალობის, დემოკრატიული ღირებულებების, თანასწორობის, უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკული მნიშვნელობის შემეცნების ხარჯზე. ასევე, სამთავრობო სისტემები უნდა იყოს დაპროგრამებული, რომ ეს მანკიერებები გამოავლინონ და აღმოფხვრან, ხოლო მის ხელშემწყობ პირებს მკაცრი სასჯელები უნდა დაეკისროთ.