GE

კრეატიული ინიციატივები

19 მაისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტარტაპების ჩემპიონატთან დაკავშირებით.

კონკურსის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "კრეატიული ინიციატივები" და მიზნად ისახავს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობასა და მათი კომერციალიზაციის გზით გამარჯვებულების გამოვლენას.

გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ Creative Business Cup 2016-ის საერთაშორისო ფინალში, კოპენჰაგენში, 13-15 ნოემბერს.

შეხვედრის სპიკერი თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი სკოლის სტუდენტი, ლევან თევდორაძე იყო.