GE

კრედო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს დააფინანსებს

27 მაისი 2015

28 მაისს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს წარმომადგენლები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდნენ.

კრედოს სოციალური მისიისა და სტრატეგიის განხორციელებას ემსახურება ახალი პროექტი, რაც სტუდენტების სწავლის დაფინანსებას გულისხმობს.

კრედოს მიზანია, განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ორიენტირებულია მომავალ თაობას მისცეს შანსი მიიღოს ღირსეული განათლება.

სწორედ ამიტომ, კრედო დააფინანსებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ფაკულტეტის სტუდენტებს.