კულინარიის აკადემიის სტუდენტი კულინარიული შოუს გამარჯვებული გახდა
31 იანვარი 2018
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ახალი კულინარიული შოუ ჩემი სამზარეულოს წესები დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის სტუდენტი, ლიზა რურუა გახდა.
შოუში მონაწილეობდა ექვსი გუნდი. თითოეული გუნდი სხვა მონაწილეებისთვის და ჟიურის წევრებისთვის ამზადებდნენ ვახშამს და მათგან იღებდნენ შეფასებებს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ქართულ კულინარიულ შოუში რესტორანი, რომელიც კულინარიის აკადემიის და ტაბულას ერთობლივი პროექტი იყო, გამარჯვებულები ასევე იყვნენ ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის სტუდენტები ირკა ქელეხსაშვილი და ნიკა მეტრეველი.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების მიღწეული შედეგებით.