GE

კულინარიისა და ღვინის ფესტივალი

13 ივნისი 2018

კულინარიის და ღვინის ფესტივალი ჩატარდა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულინარიის აკადემია, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები.
 
ფესტივალზე შედგა კულინარიული წიგნის, „ქართული გემო“-ს პრეზენტაცია, რომელზეც კულინარიის აკადემიასთან ერთად იმუშავა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. ასევე, წიგნის პრეზენტაცია მოხდება ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე.
 
ფესტივალისათვის კულინარიის აკადემიის ლექტორებმა და სტუდენტებმა კერძები სწორედ ამ წიგნიდან მოამზადეს, ხოლო ღვინო წარმოადგინეს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.