GE

კვლევა

27 მარტი 2013

თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი და საკონსულტაციო ჯგუფი (FURCG)

თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი და საკონსულტაციო ჯგუფის, FURCG-ის მისიას წარმოადგენს ხარისხიანი კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურება ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. FURCG-ის მიზანია მოემსახუროს კლიენტთა ფართო სპექტრს, მათ შორის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს ასოციაციებსა და კერძო კომპანიებს.

FURCG-ის კონსულტანტების გუნდი მაღალი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებში. ეს კონსულტანტები რეგულარულად უზრუნველყოფენ მთავრობას სხვადასხვა ინფორმაციითა და ანალიზით, ისევე როგორც რჩევებით განვითარების პოლიტიკასა და რეგულირებაზე.

FURCG-ი აქტიურად თანამშრომლობს ყველა დონორ ორგანიზაციასთან საქართველოში და უზრუნველყოფს მათ კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურებით სხვადასხვა თემებზე.

FURCG-ი რჩევებს აზევს სხვადასხვა ქვეყნების (მაგ: ცენტრალური აზიისდა აფრიკის ქვეყნები) მთავრობებს, რომლებსაც რეგიონში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და მარეგულირებელი რეჟიმის გამარტივება სურთ.

 

პოლიტიკის ანალიზის ცენტრი TCPA

პოლიტიკის ანალიზის ცენტრი TCPA არის საჯარო პოლიტიკის კვლევის ორგანიზაცია - ე.წ think-tank-ი - მიძღვნილი თავისუფლების პრინციპების, საბაზრო ეკონომიკისა და კანონის უზენაესობისადმი. TCPA საქართველოს ევროატლანტიკური საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, დემოკრატიულ, სეკულარულ და პლურალისტურ სახელმწიფოდ მოიაზრებს.

ცენტრი დაკავშირებულია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან, თუმცა ის დამოუკიდებელია თავის ანალიზში, ქმედებებსა და მენეჯმენტში. TCPA ატარებს მიუკერძოებელ კვლევებს პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრზე. ცენტრი არ უჭერს მხარს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და არ ერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში.