GE

ლადო გურგენიძე კამპუსში

10 დეკემბერი 2015

4 დეკემბერს, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა მოიწვიეს ლადო გურგენიძე.

სტუმარმა ისაუბრა საბანკო და, ზოგადად, ბიზნესის სფეროში დაგროვებულ გამოცდილებაზე, მენეჯმენტზე, სამომავლო გეგმებზე.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა უცხოეთში, კერძოდ აღმოსავლეთ ევროპასა და ლონდონში მიღებულ 10 წლიან სამუშაო გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ დიდ საერთაშორისო კომპანიებში ჭარბი ბიუროკრატიაა, აქვთ კონსენსუსზე დაფუძნებული მართვის სტილი.

ლექციის შემდეგ სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები.