GE

ლაკონიური წერის კონკურსი

09 თებერვალი 2015

აბიტურიენტებო,

თავისუფალი უნივერსიტეტი მე-12 კლასელებისთვის აცხადებს ლაკონიური წერის კონკურსს - ვწეროთ ქართულად.

თუ თვლით, რომ შეგიძლიათ გრძელი ამბის მოკლედ და საინტერესოდ მოყოლა, სათქმელის ლაკონიურად და სხარტად გადმოცემა, ეს კონკურსი თქვენთვისაა.

დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო ვაუჩერი.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად და გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

√  პირველი ადგილი - 2500 ლარიანი ვაუჩერი

√  მეორე ადგილი - 1500 ლარიანი ვაუჩერი

√  მესამე ადგილი - 1000 ლარიანი ვაუჩერი

ვაუჩერები დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში სწავლას 8 სემესტრის განმავლობაში.

მეორე ტურში გადასულ ყველა აბიტურიენტს ჩაუტარდება მასტერკლასები წერის ხელოვნებაში ცნობილი მწერლებისგან.

კონკურსის პირველი ტური  ჩატარდება პარალელურად თბილისსა და ქუთაისში.

მეორე და მესამე, დასკვნით ტურს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი უმასპინძლებს.

ტურების თარიღები:

I ტური - 13 მარტი
II ტური - 27 მარტი
III ტური -  16 აპრილი 
 

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 28 თებერვლის 23:59 საათამდე.

 


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 599 513 518 შაკო თავაძე

ელ.ფოსტა: s.tavadze@freeuni.edu.ge