GE

ლავუაზიეს წრე OCTAVUS 2020

12 თებერვალი 2014

- თუ გაინტერესებს ბიოლოგია და ქიმია, ცოცხალი სამყარო და მისი მოლეკულური შემადგენლობა;

 

- თუ გსურს გახდე საინტერესო, ჯადოსნური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების შემოქმედი;

 

- თუ ხარ XI-XII კლასელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები სპეციალურად შენთვის აწყობს კონკურსს - "ლავუაზიეს წრე - OCTAVUS".


კონკურსი გუნდურია და გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან. შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.

თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და  ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.

 

კონკურსი შედგება სამი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში

 

კონკურსის შედაგად გამოვლინდება 5 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

  • PT პრიზი - 15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა გამარჯვებულ გუნდს;
  • AU პრიზი - 9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს;
  • AG პრიზი - 4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს.

 

ასევე, დაჯილდოვდება სამეულს მიღმა დარჩენილი ორი გუნდი: გუნდი რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქიმიაში და გუნდი, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ბიოლოგიაში.

  • ბერცელიუსის პრიზი ქიმიაში - 4 500 ლარიანი გრანტი;
  • პასტერის პრიზი ბიოლოგიაში - 4 500 ლარიანი გრანტი.

 

* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.

 

** იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურის ქულების დათვლის შემდეგ მესამე ტურში გადასული ყველა გუნდი ვერ გამოვლინდა იმის გამო, რომ ორმა ან მეტმა გუნდმა დააგროვა თანაბარი ქულა, მესამე ტურში გადასასვლელად გუნდებს მიეცემათ დამატებითი დავალება.

 

*** ფინალურ ტურში, თუ ვერ გამოვლინდება გამარჯვებული ან რომელიმე საპრიზო ადგილზე გასული გუნდი თანაბარი ქულების დაგროვების გამო, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც მეორე ტურში უკეთესი მაჩვენებელი ექნება. თუ მეორე ტურში მიღებული ქულებიც თანაბარი აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში მონაწილე გუნდებს მიეცემათ დამატებითი დავალება.

 

ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ვეტერინარიის და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალ უნივერსიტეტის ფიზიკის  სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

 

 

ვაუჩერი დააფინანსებს 2020 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

 

რეგისტრაცია დასრულებულია.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

თეკო ძიძიგური

 

ტელ: 555 49 06 49
ელ-ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge