მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს
09 აგვისტო 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ მოსეშვილი სწავლას დიუკის უნივერსიტეტის (Duke University) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.
დიუკის გარდა, მარიამს დადებითი პასუხი ჰქონდა შემდეგი უნივერსიტეტებიდან: Fordham University, George Washington University, Northwestern University, University of California - Los Angeles (UCLA), University of Pennsylvania, University of Southern California, Vanderbilt University და University of Virginia.
უმეტესობა მათგანში მარიამმა მოიპოვა ნაწილობრივი დაფინანსება, მაგრამ Duke University შეარჩია ინტერდისციპლინური კურსებისა და მიღებული Judy Horowitz-ის სტიპენდიის გამო. აღნიშნული დაფინანსება მხოლოდ ერთი ახლადმიღებული სტუდენტისთვის გამოიყო და სრულად ფარავს სწავლის საფასურს. საცხოვრებელი ხარჯების დაფასინანსება კი, განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვებით მოიპოვა.