GE

თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს

31 ივლისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული თინათინ თინიკაშვილი მომავალი თვიდან სწავლას გააგრძელებს თომას ჯეფერსონის მიერ დაარსებული ვირჯინიის უნივერსიტეტის (University of Virginia) სამართლის სკოლაში, აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში.

ვირჯინიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 10 საუკეთესო ამერიკულ სამართლის სკოლას შორის ერთ-ერთია, ხოლო საჯარო უნივერსიტეტებს შორის - პირველი. თინათინმა მოიპოვა ყველაზე მაღალი დაფინანსება, რაც წელს გაიცა LL.M. პროგრამის (სამართლის მაგისტრატურის) სტუდენტებზე.

სწავლის ნაწილობრივი დაფინანსებით, თინათინი ასევე ჩაირიცხა შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში: Columbia University, Cornell University, Northwestern University, Fordham University, Vanderbilt University, University of Southern California და University of California, Davis. ასევე, თინათინმა მოწვევა მიიღო University of Pennsylvania-დან.

თინათინი სახალხო დამცველის აპარატში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე 6 წელზე მეტია მუშაობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში აპირებს უფრო სიღრმისეულად ისწავლოს საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები.

LAW Თინათინ Თინიკაშვილი