სამართლის სკოლის ორგანიზებით „სასამართლო მეგობრის“ (Amicus Curiae) მოსაზრების პრეზენტაცია გაიმართა
04 ივლისი 2023
2023 წლის 26 ივნისს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართა „სასამართლო მეგობრის“ (Amicus Curiae) მოსაზრების პრეზენტაცია, რომელიც წარდგენილ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR) საქმეზე FIGEĽ v. SLOVAKIA. საქმე შეეხება სლოვაკეთში 2021 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რომლებმაც აკრძალეს რელიგიური მსახურება.
მოსაზრებაზე მუშაობდნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები: რატი აბუსერიძე, ანი ფხაკაძე, თამარ ტყეშელაშვილი, რუსუდან გოჩიტაშვილი, ლუკა გოგუა, მარიამ კობერიძე, ლუკა ნიშნიანიძე, ბაჩანა ფირცხალაშვილი, ნიცა სირაძე, ხოლო მუშაობის პროცესს ხელმძღვანელობდნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები ვასილ ჟიჟიაშვილი და ლევან რამიშვილი.
პრეზენტაციის დროს სტუდენტებმა ანი ფხაკაძემ, რატი აბუსერიძემ და თამარ ტყეშელაშვილმა, მიმოიხილეს ამიკუსზე მუშაობის პროცესი, კერძოდ, თუ როგორ მოხდა კონკრეტული საქმის შერჩევა, როგორ განაწილდა მათ შორის როლები, რა სირთულეები და გამოწვევები ახლდა, როგორც უშუალოდ სლოვაკური, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის შესწავლასა და ანალიზს. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
პრეზენტაცია ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში.
![Usaid Low](/media/zlnlt2ar/usaid-low.jpg)
მსგავსი სიახლეები
![LAW Თამუნა Ქოჩაკიძე](/media/rboepace/law-თამუნა-ქოჩაკიძე.jpg)
21 ივლისი 2023
თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს
![LAW Თინათინ Თინიკაშვილი](/media/adndgwst/law-თინათინ-თინიკაშვილი.jpg)
31 ივლისი 2023
თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს
![LAW Თამარ Ჯიქია](/media/aoabkem2/law-თამარ-ჯიქია.jpg)
04 ივლისი 2022
თამარ ჯიქია სწავლას Columbia University-ში აგრძელებს
![LAW Მარიამ Მოსეშვილი](/media/cfznqgha/law-მარიამ-მოსეშვილი.jpg)
09 აგვისტო 2023
მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს
![USAID Giorgi Burjanadze](/media/wyshpyx3/usaid-giorgi-burjanadze.jpg)
03 ივნისი 2023