GE

საჯარო ლექცია თემაზე „რუსეთის პასუხისმგებლობა: საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი მექანიზმები.“

08 აპრილი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 2023 წლის 29 მარტს გამართა საჯარო ლექცია თემაზე „რუსეთის პასუხისმგებლობა: საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი მექანიზმები.“ საჯარო ლექციის მომხსენებელი იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თამარ თომაშვილი.
საჯარო ლექციის ფარგლებში, მომხსენებელმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომის მსვლელობისას ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებისთვის, როგორც სახელმწიფო, ასევე ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის კუთხით.
საუბარი შეეხო უკრაინის მიერ წარმოებულ შიდა გამოძიებებს, რომლებიც 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ომის დანაშაული, გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
ლექციაზე ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო დონეზე არსებული ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, როგორიცაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), მათი როლი და იურისდიქცია არსებულ სიტუაციაში. მომხსენებელმა ისაუბრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ გამოცემულ დაკავების ორდერზე, მის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე, შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც თამარ თომაშვილმა უპასუხა მსმენელების მიერ დასმულ შეკითხვებს.

Lecture