GE

ლექცია-დისკუსია: „ახლო აღმოსავლეთი და გლობალური უსაფრთხოება“

07 მაისი 2018

8 მაისს, 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია# 200) თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ,,მომავალ დიპლომატთა კლუბის'' აკადემიური პროექტის, ,,გლობალური გამოწვევების ფორუმი 2018'' ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია-დისკუსია: ,,ახლო აღმოსავლეთი და გლობალური უსაფრთხოება'', რომელიც შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების განხილვას გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში.

საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ჯონ მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელი ბათუ ქუთელია. ლექციის დასრულების შემდეგ დისკუსია წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დასწრება თავისუფალია

 

ბათუ ქუთელია არის ფიზიკის დოქტორი და საჯარო საქმეთა ადმინისტრირების მაგისტრი.