GE

ლექცია - დისკუსია: "ევროკავშირის რბილი ძალის პოლიტიკის შედეგები - საქართველოს მაგალითი"

12 აპრილი 2017


19 აპრილს 19:30-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 421-ე აუდიტორიაში გაიმართება ლექცია - დისკუსია: 

"ევროკავშირის რბილი ძალის პოლიტიკის შედეგები - საქართველოს მაგალითი" 
მომხსენებელი - ქეთი გრძელიძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დოქტორანტურის სტუდენტი, დალუვენის (ბელგია) კათოლიკური უნივერსიტეტის ევროპული სწავლებების მაგისტრი)

დასწრება თავისუფალია