GE

ლექცია - დისკუსია ”ტრანსპორტი - ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა.”

16 ოქტომბერი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 415-ე აუდიტორიაში 18 ოქტომბერს 17:00-ზე გაიმართება ლექცია - დისკუსია ”ტრანსპორტი - ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა.” 

როგორ უნდა გახდეს საქართველო რეგიონალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი - სტრატეგიული მნიშვნელობა, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ეკონომიკური ასპექტები. საქართველოს სატრანსპორტო სისტემების განვითარების პერსპექტივები და ავიაცია, როგორც გამოწვევა და ახალი შესაძლებლობები. 

მომხსენებელი - HUB Georgia-ს დამფუძნებელი, ექსპერტი ავიაციის საკითხებში გიორგი კოდუა.
დასწრება თავისუფალია