GE

ლექცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაზე

03 ნოემბერი 2015

2 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა კევინ ჰელერისა და თამარ თომაშვილის საჯარო ლექცია „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ინიცირებული გამოძიება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე".

პროფესორმა ჰელერმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების ფარგლებში სამართლებრივი და მტკიცებულებთან დაკავშირებული საკითხები მიმოხილა, ხოლო თამარ თომაშვილი იმ საკითხებს შეეხო, რაც ამ გამოძიებას საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.

საჯარო ლექციას სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები ესწრებოდნენ. ლექცია ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.