ლექციათა კურსი შტეფან ვან ვაზენისგან
08 მაისი 2017
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, პროფესორმა შტეფან ვან ვაზენმა (Stefan van Waasen) წაიკითხა ლექციათა კურსი.
ლექციათა კურსის თემა იყო: "გაზომვები და სენსორული სისტემები".
შტეფან ვან ვაზენი (Stefan van Waasen) არის იულიხის კვლევითი ცენტრის ინჟინერიის ცენტრალური ინსტიტუტის (ელექტრონიკისა და ანალიტიკის) დირექტორი და გერმანიის დუისბუგ-ესენ უნივერსიტეტის პროფესორი (Duisburg-Essen University).
ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ ჩატარდა შემაჯამებელი ტესტირება.
კურსის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ ლექციათა კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.